logo_geo
eng_logo
თბილისს სახეშეცვლილი „ვარდების მოედანი“ ექნება
- +

19 ივნისი. 2016. 03:19



ახალი პროექტი „ვარდების მოედანს" მრავალფუნქციურ ზონად გარდაქმნის, სადაც იქნება ადგილი დასვენებისთვის, ამფითეატრი წარმოდგენებისთვის და შადრევნები.


თბილისის ცენტრში „ვარდების მოედნის" რეკონსტრუქციას გერმანელი სპეციალისტები ჩაატარებენ. ის ორდონიანი გახდება, აღნიშნულია არქიტექტურული კომპანია GRAFT-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


მარტში კომპანია GRAFT-მა სასტუმრო Radisson Blu-ს წინ მდებარე ტერიტორიის, ასევე მოედნის ქვეშ გადასასვლელის მოწყობის პროექტზე კონკურსში გაიმარჯვა.


პროექტის თანახმად, „ვარდების მოედანი" მრავალფუნქციურ ზონად გარდაიქმნება, სადაც იქნება ადგილი დასვენებისთვის, ამფითეატრი წარმოდგენებისთვის და შადრევნები. ამჟამად ამ ტერიტორიაზე ავტოსადგომია.


„დიზაინში დედაქალაქის ტერასული რელიეფის განმასხვავებელი ნიშნები აისახება და ქალაქური ლანდშაფტის გამოუყენებელი პოტენციალი ამოქმედდება", - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.



რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც ამჟამად მიტოვებულია, რეკონსტრუქციის შემდეგ იქ განთავსდება ახალი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და „ჩაძირული ბაღები". მიწისქვეშა გადასასვლელი სასტუმროს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს.


GRAFT-ი ცნობილმა არქიტექტორებმა ლარს კრიუკებერგმა, ვოლფრამ პუტცმა და ტომას ვილემიტმა 1998 წელს დააარსეს. GRAFT-ის ოფისები მოქმედებს ლოს-ანჯელესში, ბერლინსა და პეკინში. GRAFT-ი Radisson Blu-ს დიზაინისა და რეკონსტრუქციის ავტორია (2009 წელი).


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner