logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფერმერებს სისტემური დახმარება გავუწიოთ და არც ერთი გოჯი მიწა ქვეყანაში მოუხვნელი არ დარჩეს
- +

28 მაისი. 2020. 01:15

 

 

 

ყველა ის პროგრამა, რომელიც ვთქვით, რა თქმა უნდა, მცირემიწიან ფერმერებსაც ეხება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

 

 

 

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში მიწების კონცენტრაციას და ინდუსტრიალიზაციას ჭირდება წლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით არ უნდა დავიწყოთ.

 

 

 

თქვენ რომ ამბობთ, რომ დაქუცმაცება დიდია, დიდია, მაგრამ ეს სისტემური პრობლემაა, ერთ და ორ დღეში ვერ გადაწყდება. სოფლის მეურნეობაში მიწების კონცენტრაციას და ინდუსტრიალიზაციას ჭირდება წლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით არ უნდა დავიწყოთ. 1, 2, 3 და 5 ჰექტარის მფლობელ მეწარმეს, ფერმერს, გელხს თუ არ მივეხმარეთ, ვერასოდეს მოხდება, განსკუთრებით კრიზისის პირობებში, როდესაც გლეხს უჭირს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ სისტემური დახმარება გავუწიოთ და არც ერთი გოჯი მიწა ქვეყანაში მოუხვნელი არ დარჩეს, რამდენად გამოგვივა ეს წელს არ ვიცი, მაგრამ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შედეგი უნდა გვქონდეს. ამისთვის იყო მიმართული ეს სისტემური რეგისტრაციის პროგრამაც, რომელიც დავიწყეთ, ბიუჯეტი გამოყოფილია, იუსტიციის სამინისტროს 20 მლნ აქვს გამოყოფილი ამისთვის და ესეც იქნება ძალზედ მიზნობრივად,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner