logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ იმედგაცრუებულები
- +

28 მაისი. 2020. 02:46

 

 

ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, - ამის შესახებ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

 

წულუკიანმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, რომ მთელი დღე სწორედ მთავრობის მოსმენას დაეთმო.

 

დავასრულეთ პრემიერ-მინისტრის 11-საათიანი მოსმენა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოსმენა ჩატარდა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით. მადლობა ეკუთვნის პარლამენტს, რომ მთელი დღე სწორედ მთავრობის მოსმენას დაეთმო, რათა საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ეტაპი არ დადგეს და ე.მეორე ტალღა არ მოხდეს შემოდგომაზე. ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი. მე პირადად მქონდა ეჭვი, რაც დღეს დამიდასტურდა. ეჭვი მქონდა, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, რომ ასე არ მოხდა. მათ ჰქონდათ ნატვრა, რომ კორონათი დაზიანებული ხალხი შემოუბრუნდებოდა საკუთარ ხელისუფლებას და ამით იხეირებდნენ. ეს ასე არ მოხდა და იყვნენ ძალიან მძიმედ. ჩვენ ამის საპირისპიროდ გვაქვს შედეგები და ეს შედეგები არის პოზიტიური“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner