logo_geo
eng_logo
იაპონია ტურისტებს ქვეყნის მონახულებისთვის ფულს გადაუხდის
- +

28 მაისი. 2020. 10:51

 

 

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს ტურისტებისთვის შემოიღოს სპეციალური ვაუჩერები დღეში 185 დოლარის ოდენობით. ამით ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს კორონავირუსიის პანდემიის გამო დაზარალებულ ტურიზმის სექტორს. ინფორმაციას სააგენტო „Kuodo News“ ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ  ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დღიურ ხარჯს გაინახევრებს. ჩეკების გამოყენება შესაძლებელი იქნება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში, თუმცა, არა ფრენის ხარჯების დაფარვისთვის. პროგრამისთვის ხელისუფლება 1,35 ტრილიონი იენის (12,5 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

 

სააგენტოს ცნობით, პროგრამა ამოქმედდება ივლისის ბოლოსთვის. სუბსიდიის მისაღებად საჭირო იქნება სასტუმროს დაჯავშნა პირდაპირ ან იაპონური ტურისტული სააგენტოს საშუალებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner