logo_geo
eng_logo
ბათუმის მერმა მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

28 მაისი. 2020. 11:26

 

 

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.  

 

მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება.

 

  • ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება.

 

  • აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება.

 

  • ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში.

 

  • მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

 

  • მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.

 

  • რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება.

 

  • მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით.

 

  • ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები.

 

  • ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

  • ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.

 

  • როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner