ბათუმის მერმა მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
-
+
28 მაისი. 2020. 11:26
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება.
- ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება.
- აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება.
- ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში.
- მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
- მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.
- რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება.
- მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით.
- ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები.
- ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება.
- ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.
- როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.