logo_geo
eng_logo
ბეთლემში იესო ქრისტეს მრავალსაუკუნოვანი ხატი აღმოაჩინეს
- +

19 ივნისი. 2016. 11:11


ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაობის დროს უდიდესი რელიგიური და ისტორიული მნშვნელობის ხატი აღმოაჩინეს.


როგორც პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა ზიად ალ-ბანდაკმა განაცხადა, მრავალსაუკუნოვანი ხატი დამზადებულია სპილენძის, ვერცხლის, ნიჟარებისა და ქვებისაგან. მისივე თქმით, რელიგიური არტეფაქტი თაბაშირის ქვეშ, ტაძრის სარკმელთან ახლოს დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს.


ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია თავდაპირველად მე -4 საუკუნეში ააგეს, თუმცა მე -6 საუკუნეში სამარიტანების ამბოხების დროს ტაძარი ცეცხლისგან განადგურდა. ახალი ბაზილიკა 565 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აღადგინა.


ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.


ამჟამად ტაძარში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მორწმუნეებსა და ვიზიტორებს მისი დაბრუნებული ბრწყინვალების ხილვის შესაძლებლობა 2016 წლის ბოლოსთვის ექნებათ.


წყარო: news.discovery


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner