logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ოპონენტების სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო
- +

28 მაისი. 2020. 15:41

 

 

„პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი ოპონენტების მიერ გუშინ დასმული სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო. ბევრი კითხვა საერთოდ სცდებოდა კორონას, ჯანდაცვას, კრიზისს და  ეკონომიკას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ეს კრიზისი ხდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, გიორგი გახარია, დიმიტრი ხუნდაძე და „ქართულო ოცნების“ გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისი  მთელ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოსაც  შეეხო.

 

„ეს არის პანდემია, რომელმაც  ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კი,  როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი  და გერმანია დააზიანა, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე ეკონომიკურად და უხერხულია, როცა ჩვენი ოპონენტები კორუფციაზე და სისხლიან ხელებზე საუბრობენ. ვფიქრობ, პოლიტიკური ამნეზიის ნიშნები შეინიშნება, მაგრამ საზოგადოებას ეს ამნეზია ნამდვილად არ აქვს.  ესენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობადი სახეები არიან“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner