logo_geo
eng_logo
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება
- +

28 მაისი. 2020. 20:17

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

 

საბავშო ბაღი რომელიც 50 აღსაზრდელზე შენდება, სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც სტანდარტითაა გათვალისწინებული, ასევე კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზო.

 

საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ხარისხი“ ახორციელებს. პროექტის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 696 326 ლარ იდაიხარჯება.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს, მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს შპს „ოპტიმალ გრუპ+“ ახორციელებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner