logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში მრავალბინიანი სახლების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

28 მაისი. 2020. 20:21

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი სახლების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, 8 მისამართზე, 4160 კვ.მ ფართობზე დაზიანებული თუნუქის დემონტაჟი და მისი ახლით ჩანაცვლება მოხდა. ასევე, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ 204 224 ლარი გამოჰყო. დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ამხანაგობაში სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოებსაც ახორციელებს. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციასა და ავარიული შენობების გამაგრებით სამუშაოებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner