დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
ცაბაძის ქუჩაზე 4700 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი წესრიგდება. ასევე, მიმდინარეობს დაზიანებული ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია.
სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯივიპი“ დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა.