ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა.
გიგი წერეთელმა მას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა და წარმატება უსურვა.
საუბარი შეეხო COVID-19_ის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
თავის მხრივ აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარემ მადლობა გადაუხადა გიგი წერეთელს და აღნიშნა ეუთო-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის აქტივობები რომელსაც ანსაბლეა ანხორციელებს ამ პერიოდში, არსებული ინსტრუმენტებით და ფორმატით. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური გახდება თანამშრომლობა იმ არსებულ ერთობლივ პროექტებზე.
საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას და ეუთოს აქტიურ ჩართულობას.
გიგი წერეთელმა და საჰიბა გაფაროვამ, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული თანამშრომლობის.