logo_geo
eng_logo
თინათინ ხიდაშელი: ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე საჭიროა სწრაფი გამოძიება
- +

1 მარტი. 2016. 11:44



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა, მოხდეს სწრაფი გამოძიება და წერტილის დასმა, მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა, არ დარჩეს კითხვის ნიშნები.



მე არ მაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ დეტალურად და ეს ბუნებრივია. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არ ვინტერესდები იმით, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის, ნამდვილად. არ მინდა, ჩემი კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ზუსტად ვიცი, მღებრიშვილთან რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია, რომ ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ. მთავარი ამ საქმეში, ჩემი აზრით, ორი რამ არის: რა თქმა უნდა, სწრაფი გამოძიება და სწრაფად წერტილის დასმა ამ თემაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი სწრაფი გამოძიება, რომელიც კითხვის ნიშნებს არ დატოვებს, ორივე ამოცანა თანაბრად უნდა იყოს დაკმაყოფილებული", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner