logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი გაეროს კონფერენციაში, Covid 19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს
- +

28 მაისი. 2020. 20:58

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც  Covid 19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლსი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება.

 

 

ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

 

 

კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ,  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner