საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლსი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება.
ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.
კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა.