საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და იმ ბიჭს ნიკა ბასილაშვილს საშვილიშვილოდ გაუფუჭა საქმე მისმა ცოლმა.. ახლა მელაპარაკა ჩემი მეგობარი ფრანგულ ჩოგბურთის ფედერაციაში მუშაობს, "როლან გაროსის" ჩატარება-არჩატარების საკითხზე ვთხვე კომენტარი და... მერე ბასილაშვილზეც ვილაპარაკეთ, მე კი ვუთხარი გაუჩალიჩეს მეთქი მარაა... აბა მე ვინ ვარ. შესაძლებელია საერთოდ აუკრძალონ თამაშიო..
რავი, სულო, ცოდვილო მარაა, რატომღაც მგონია რომ, სპეციალურად მოწყობილი პროვოკაციაა ამ ბიჭის მისამართით“- წერს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილმა ცოლმა ძალადობის გამო უჩივლა. გამოძიება მიმდინარეობს.