გჭირდებათ ერთგულების მაგალითი? მაშინ ეს პოსტი აუცილებლად დაგაინტერესებთ.
ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე სიკვდილმისჯილი ნაციონალ-სოციალისტების ბოლო სიტყვები. მათგან არცერთმა აღიარა დანაშაული, ასევე არცერთ მათგანს გაუკრიტიკებია ჰიტლერი და მესამე რაიხის პოლიტიკა (რაც, დიდი ალბათობით სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ალაბთობას შეამცირებდა).
1. ჰერმან გერინგი (ჩაიდინა თვითმკვლელობა სასიკვდილო განაჩენის შესრულებამდე).
რაიხსმარშალი, გერმანისს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალი. მიუსაჯეს სიკვდილის დასჯა ჩამოხრჩობის გზით. სასჯელის ასრულებამდე 2 საათით ადრე მოიწამლა თავი კალიუმის ციანიდით, რომელიც მას საიდუმლოდ გადასცა ე. ფონ დერ ბახ-ზელევსკიმ.
ბოლო ჩანაწერში გერინგმა დაწერა: "რაიხსმარშალებს არ სჯიან სიკვდილით, ისინი თავისით მიდიან".
2. იოახიმ ფონ რიბენტროპი - მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ჰიტლერის პირველი მრჩეველი.
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "ღმერთო, დაიფარე გერმანია! ღმერთო იყავი მოწყალე ჩემი სულის მიმართ. ჩემი ბოლო სურვილია, რომ გერმანიამ ისევ მიაღწიოს თავის ერთიანობას, იმისთვის რომ ურთიერთგაგება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მიილტვოდეს მსოფლიო მშვიდობისკენ".
3. ვილჰელმ კეიტელი - მესამე რაიხის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის მეთაური.
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "ვთხოვ ყოვლისშემძლე უფალს იყოს მოწყალე გერმანელი ერის მიმართ. ჩემამდე მილიონობით გერმანელმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე გერმანიისთვის. მე მივყვები ჩემს შვილებს - გერმანიის სახელით!"
ყულფით კისერზე მან დაიყვირა: "Deutschland über alles!" ("გერმანია უპირველეს ყოვლისა").
4. ერნსტ კალტერბრუნერი - იმპერიის უსაფრთხოების SS ხელმძღვანელი.
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "გერმანია, გისურვებ გაუძლო ყველაფერს!".
5. ალფრედ როზენბერგი - ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, ჰიტლერის უახლოესი მეგობარი. ნაციონალ-სოციალიზმის მთავარი იდეოლოგი. აღმოსავლეთ ტერიტორიების საქმეების რაიხსმინისტრი. განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა კავკასიელების, ყველაზე მეტად კი ქართველების მიმართ. საქართველოს ირგვლივ კავკასიის გაერთიანების (დედაქალაქით - თბილისი) იდეის ჩამომყალიბებელი.
საბოლოო სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა.
6. ვილჰელმ ფრიკი - რაიხის შსს-ს მინისტრი, რაიხსლაიტერი.
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "გაუმარჯოს მარადიულ გერმანიას!".
7. იულიუს შტრეიხერი - გაზეთ Der Sturmer მთავარი რედაქტორი. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მან უპასუხა: "ეს პროცესი, ანუ კლოუნადა, არის მსოფლიო ებრაელობის ტრიუმფი. მოკავშირეებო, მათ თქვენ გამოგიყენეს და ამას მიხვდებით მალე".
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "მე მივდივარ ღმერთთან! როდისმე დასავლელი და ბოლშევიკი ებრაელები თქვენ ჩამოგახრჩობენ!".
შემდგომ მან სამჯერ დაიყვირა: "ჰაილ ჰიტლერ!".
8. ფრიც ზაუკელი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუშათა ძალდატანებითი დეპორტაციების ხელმძღვანელი.
ბოლო სიტყვები ეშაფოტზე: "როდისმე თავისუფალი ხალხი ოქროს ასოებით ჩაწერს ჩვენს სახელებს ისტორიაში, რომელსაც თქვენ გააყალბებთ. გერმანია, უპირველეს ყოვლისა!".