logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ვერ გაიგეს
- +

28 მაისი. 2020. 22:36

 

 

პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე, რომ ვერ გაიგეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა.

 

არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს. ჩვენ ასეთ ტესტებს ვატარებდით, როდესაც ვეძებდით ხოლმე ინფიცირებული და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. მათ ვიკვლევდით არა მარტო „პისიარ“ დიაგნოსტიკით, არამედ ვიკვლევდით ანტისხეულებზე. გვაქვს დაახლოებით ათამდე შემთხვევა დადასტურებული, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებს არა მარტო სწრაფი ტესტებით, არამედ ე.წ. ელაიზა მეთოდითაც იკვლევდნენ, რაც უფრო დამაჯერებელ პასუხს იძლევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner