ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” - შუახევის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქობულეთიც შეუერთდა.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
ორგანიზატორის თქმით, სისხლის უანგაროდ ჩაბარებაზე მსურველთა ნაკადი რეგიონში დიდი იყო, შესაბამისად, მსგავსი აქცია ისევ გაგრძელდება.
„მინდა, ყველა დონორს მადლობა გადავუხადო. დონორობა საპატიო და ღირსეული საქმეა, როდესაც იცი, შენ მიერ გაღებული სისხლით ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. აქტივობა როგორც ქედაში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, წლის ბოლომდე სისხლის მარაგს შევავსებთ“, - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და ქართული ოცნების მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი - სამტრედია ატარებს. სისხლის უანგარო დონაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.