logo_geo
eng_logo
„სასიკვდილო განაჩენი ჩემთვის არაფერს ნიშნავს“ - რუდოლფ ჰესის ბოლო სიტყვები ნიურნბერგის პროცესზე
- +

19 ივნისი. 2016. 11:59


რუდოლფ ჰესი (რაიხსლაიტერი, SS-ის და SA-ს ობერგრუპენფიურერი, პარტიაში ადოლფ ჰიტლერის მოადგილე):


- "მე ბედნიერი ვარ იმ აზრით, რომ პირნათლად შევასრულე ჩემი ვალი... როგორც ნაციონალ-სოციალისტმა, როგორც ჩემი ფიურერის ერთგულმა მიმდევარმა. მე არაფერს ვნანობ! ჩემი მოღვაწეობის საწყისში რომ ვიდგე, სწორედ ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი, იმის მიუხედავადაც კი, რომ მცოდნოდა, რომ ბოლოში დამხვდებოდა ანთებული კოცონი, რომელზეც დამწვავენ. იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებს ხალხი, მე ამჟამად ვდგავარ ღვთის სასამართლოზე. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და ვიცი, რომ ის აუცილებლად გამამართლებს".


ჰერმან გერინგი (იმპერიის ავიაციის სამინისტროს რაიხსმინისტრი, რეიხსმარშალი):


- "გამარჯვებული ყოველთვის მოსამართლეა, ხოლო დამარცხებული კი - გასამართლებული.


ჰიტლერი იყო ჩვენი ბელადი. მე მას ვერ ვნახავდი ვერასდროს უცხოელთა სასამართლოს წინაშე. თქვენმა ხალხმა იცოდა თუ როგორი იყო ფიურერი. ის პირველი წამოდგებოდა და იტყოდა: "მე გავცემდი ბრძანებებს და ამიტომაც სრულ პასუხისმგებლობასაც ჩემს თავზე ვიღებ". მაგრამ მე პირადად ვარჩევდი ათჯერ სიკვდილს, ვიდრე მენახა გერმანული ნაციის ფიურერის ასეთი დამცირება.


სასიკვდილო განაჩენი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე არასდროს მეშინოდა სიკვდილის 12 წლის ასაკის შემდეგ...


მე არ ვაღიარებ ამ ცრუსასამართლოს გადაწყვეტილებებს... მე ისევ ჩემი ფიურერის ერთგული ვარ... მასობრივი მკვლელობები? ამ მკვლელობების მხოლოდ თქვენ გჯერათ. თქვენ მოახდინეთ ფაქტების მასობრივი ფალსიფიცირება და დაბომბვების შედეგად დაღუპულ ადამიანებს, კონცლაგერებში მოკლულებში ასაღებდით. მე ვიყავი მომხრე, რომ ებრაელები მოგვეშორებინა თანამდებობებიდან დიდ ბიზნესში და ხელისუფლებაში, მათი პარაზიტული მოქმედებების გამო. არ დაგავიწყდეთ, რაც გაუკეთეს ებრაელებმა გერმანიას და გერმანელ ხალხს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

ჩემი ერის შერცხვენის მცდელობა მანამდეც ჰქონიათ. ერთგულება და სიძულვილი ისევ აერთიანებს გერმანელებს. ვინ იცის, იქნებ ამ მომენტში უკვე ჩნდება ის ადამიანი, რომელიც შურს იძიებს ჩვენი შერცხვენისთვის?

იმას რასაც წერენ გაზეთები, რომლებსაც ამერიკელები და საბჭოელები აკონტროლებდნენ, არანაირი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენმა ხალხმა იცის, რომ ჰიტლერის დროს ისინი უკეთესად ცხოვრობდბენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჰიტლერი ჩვენთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფოს ლიდერი.

შემდეგი ტაობები იპოვიან საკუთარ ლიდერებს, და ისინი დაიცავენ ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს. ამიტომ თქვენთვის შეინახეთ თქვენი მორალი და დემოკრატია - მიჰყიდეთ ის ვინმე სხვას, ჩვენ ის არ გვჭირდება.

მე მიხარია, რომ სიკვდილით დასჯა მომისაჯეთ. თუმცა ამით არაფერი წყდება, როდისმე მსოფლიო აუცილებლად მიხვდება თქვენს ჯოჯოხეთურ გეგმას და აღსდგება თქვენს წინააღმდეგ!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner