კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე ისაუბრა ტვ “იმედის“ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ ყოველკვირეულად, ყოველთვიურად გარკვეულ კვლევებს ვატარებთ და გვაქვს წარმოდგენა საზოგადოებრივი აზრის შესახებ. ჩვენი პარტიის შემთხვევაში ცოტა მაღალია ჩვენს ხელთარსებული მონაცემები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძმ. მისი თქმით, საინტერესოა ანტიკრიზისულმა მენეჯმენტმა რა გავლენა მოახდინა ამ რეიტინგზე. „ამან, ერთი მხრივ, გააშიშვლა ის, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოცემულობა გვაქვს ასეთი - ჩვენ დავდექით ძალიან მძიმე გამოცდის წინაშე და ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარებამ საზოგადოებრივ განწყობაზე გარკვეული კვალი დატოვა. ცუდია ძალიან ვირუსი, მაგრამ ანტიკრიზისულმა გეგმამ, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. მისი განცხადებით, როცა ხელისუფლება უმწვავესი გამოწვევის წინაშე დგება და ხალხმა ხედავ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს მასზე, პატრონობს მას, ამ შემთხვევაში, განწყობა პოზიტიური ხდება. „კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ ქვედა ზღვარი 40 %-მდე შემცირებულიყო. 50%-ზე ცოტა ნაკლები მაჩვენებელი გვქონდა. ხელისუფლების მიერ წარმატებით ჩაბარებული ეს გამოცდა აისახა ოპოზიციების რეიტინგებზეც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს.
„როცა მთავარი ოპოზიციური ძალა ასოცირდება ბოროტებასთან, აქ უკვე მოსახლეობისთვის არჩევანი ნათელია. ჩვენი ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს კარგსა და ცუდს შორის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ამ კვლევით ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ამ კრიზისის მენეჯმენტის ფონზე, რაიმე, თუნდაც 1%-იანი შანსი ჰქონდეთ არჩევნებში და სწორედ მათი დესტრუქციული ქმედებების საფუძველი. ამიტომ უკვე გეგმა „ბე“ -ზე ფიქრობენ. დარწმუნებული ვარ, აქაც არაფერი გამოუვათ, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა, ამ კონკრეტულ პარტიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს რომ თავი დავანებოთ, არის მშვიდობისკენ, სტაბილურობისკენ, განვითარებისკენ. საზოგადოების დაკვეთაა, როგორც ამ მოვერიეთ Covid19-ს, ახლა ისე მოვერიოთ იმ რეცესიას, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ამ ინფექციამ მოიტანა“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.