logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს
- +

29 მაისი. 2020. 01:43

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართველი სპორტსმენის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

 

ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner