logo_geo
eng_logo
GORBI-ის დამფუძნებელი: დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ გაიუმჯობესებს 2016 წლის მონაცემებს
- +

29 მაისი. 2020. 02:08

 

 

დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ გაიუმჯობესებს 2016 წლის მონაცემებს- ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) დამფუძნებელმა ტელეკომპანის „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასებისას გადაცემა„ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მერაბ ფაჩულიას თქმით, GORBI-ის კვლევის შედეგები 1990 წლიდან აქვს. „დღეს სიტუაცია სხვანაირადაა - ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო კრებითი პროცენტებით, რაც სხვა სიტყვებით არის, მმართველი გუნდის და არა ერთი ადამიანის, ქართული ოცნების თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შეფასება. თუმცა, ვერავინ ვერ უარყობს ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ წონას“,- აღნიშნა ფაჩულიამ.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, იმყოფება მძიმე სოციალურ კრიზისში

 

უახლოესი მაგალითი ამ ტიპის კრიზისის ჩვენს ისტორიაში, არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი. ორივე დროს ყველა ადამიანის წინაშე იდგა ფიზიკური განადგურების საფრთხე. მაგრამ, იმ დიდი განსხვავებით, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ დღეს ომი მოიგო, რაც სამწუხაროდ არ მოხდა 2008 წელს“- აღნიშნა ფაჩულიამ.

 

მისივე თქმით, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა.

 

კითხვაზე, თქვენი აზრით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2008 წლის ომმა თუ 2020 წლის კორონა ვირუსის პანდემიამ უფრო მეტად გააერთიანა მოსახლეობა, ფაჩულია პასუხობს: ომი აერთიანებს მოსახლეობას, მანამ, სანამ კრიზისული მდგომარეობა საშიშროებას უქმნის მოქალაქის ფიზიკურ სიცოცხლეს. ორივე ომმა ერთნაირად გააერთიანა პოლიტიკოსების მიერ გახლეჩილი მოსახლეობა. თუმცა, დღევანდელი ერთობა მალე გაქრება, რადგანაც ძალიან გაზრდილია პოლიტიკური პოლარიზაცია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა შორის“.

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner