logo_geo
eng_logo
GORBI-ს კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორი: ვფიქრობ ბევრი ადამიანი ბედნიერია იმით, რომ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს
- +

29 მაისი. 2020. 02:41

 

 

ვფიქრობ ბევრი ადამიანი ბედნიერია, იმით, რომ ამჟამად ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ შევეკითხეთ რესპონდენტებს თქვენი აზრით, საქართველო სხვა ქვეყნებზე უკეთესად უმკლავდება კორონავირუსს, უარესად თუ ისევე უმკლავდება, როგორც სხვა ქვეყნების უმრავლესობა? მოსახლეობის 86% ფიქრობს, რომ საქართველო პანდემიას უკეთ გაუმკლავდა ვიდრე სხვა ქვეყნები და მხოლოდ 3%-ის იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო უარესად უმკლავდება კორონავირუსს- ამის შესახებ GORBI-ს კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ლუსი ფლინის თქმით, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკეთ უმკლავდება კორონა ვირუსის სიტუაციას, ვიდრე სხვა ქვეყნები.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, მინიმუმამადე დაიყვანა. დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უკრაინაში ორჯერ მაინც აღემატება საქართველოში დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობას. ჩეხეთსა და რუმინეთში, ინფიცირების დონე 4-ჯერ მაღალია ვიდრე საქართველოში. მოლდოვაში, თურქეთსა და ისრაელში ეს მონაცემები 9-ჯერ უფრო მაღალია, ხოლო რუსეთსა და სომხეთში, სამწუხაროდ ინფიცირების დონე 12-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში“,- განაცხადა ლუსი ფლინმა.

 

მან ასევე ისაუბრა, თუ რა ფორმით ატარებს GORBI კვლევებს კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის დროს.

 

როგორც კი კორონა ვირუსმა ხელი შეგვიშალა ინტერვიუების პირისპირი ინტერვიუირების მეთოდით ჩატარებაში, ჩვენ გადავერთვეთ სატელეფონი პანელურ კვლევაზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 40 000 -ზე მეტი ადამიანის შესახებ, ვინც წარსულში მიიღო მონაწილეობა გორბის სხვადასხვა კვლევაში. შესაბამისად, ამ ადამიანებს ვუკავშირდებით და ვითანხმებთ, რომ გახდნენ პანელური კვლევის წევრები. რადგან წარსულში უკვე გამოკითხული გვყავს ეს ადამიანები, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას მათი ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ და ეს გვეხმარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი პანელი წარმომადგენლობითად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, როგორიცაა: მოსახლეობის რაოდენობა თითოეულ რეგიონში, როგორც ქალაქად ასევე სოფლად, სქესის მიხედვით, და თითოეული ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერვიუერები სახლებიდან მუშაობენ. ჩვენ ვუზრუნველყავით ისინი საჭირო ტექნიკით, რათა სრულყოფილად შესძლონ სატელეფონი ინტერვიუების ჩატარება. ჩვენი პანელური კვლევის სახელია “ეს საქართველოა”,- აღნიშნა ფლინმა.

 

ფლინის თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ კვლევისთვის გამოიკითხა 1 090 ზრდასრული რესპონდენტი.„

 

კვლევის ძირითადი თემა ეხებოდა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზისს. როგორ შეცვალა ამ კრიზისმა ადამიანების ცხოვრება, მათი აზრით როგორ უმკლავდება მთავრობა ამ კრიზისს და ა.შ“- განაცხადა ლუსი ფლინმა.

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner