logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
- +

29 მაისი. 2020. 02:59

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური ქსელების მუშაობის რეგულირების შესახებ განკარგულებას.

 

განკარგულებაში საუბარია 1996 წლის კომუნიკაციების შესახებ კანონის 230-ე თავზე, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ფართო თავისუფლებას ანიჭებს გამოქვეყნებული კონტენტის მოდერაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ განკარგულების ტექსტი თეთრ სახლს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

 

დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან დასაცავად. სოციალური მედიის კომპანიებს უკონტროლო უფლებამოსილება აქვთ ცენზურისა და ადამიანური ინტერაქციის შეზღუდვის კუთხით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აქამდე დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი Twitter-ი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.

 

მიზეზი თეთრი სახლის ლიდერის ერთ-ერთი პოსტი გახდა, რომელშიც ტრამპი ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის წესის შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება ხმების მასობრივ ფალსიფიკაციას შეუწყობდა ხელს.

 

მოგვიანებით მის პოსტზე გამაფრთხილებელი ნიშანი გაჩნდა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს. ტრამპის მტკიცებით, Twitter-მა მისი მოსაზრების საფუძვლიანობაში ეჭვი CNN-ის, „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა „ფეიკ-წყაროების“ გავლენით შეიტანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner