logo_geo
eng_logo
მხედრიონისგან ნაწამები ლალი მაისურაძე 60 წლისა გახდებოდა!
- +

19 ივნისი. 2016. 12:02


მხედრიონისგან ნაწამები ლალი მაისურაძე 15 ივნისს 60 წლის გახდებოდა. მაისურაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი მდივანი იყო.

 

პირველი პრეზიდენტის მეუღლე, ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ლალი მაისურაძესთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე პოსტს აქვყნებს:

 

„. . . 1956 წლის 15 ივნისი. . .

. . . დღეს შენი დაბადებისდღეა. . .

. . . დღეს, შენთან ერთად უნდა ვზეიმობდეთ შენი 60 წლის იუბილეს . . .

. . . საქართველოს სამტროდ ნასროლმა ტყვიამ ბევრი ქართველის გულში გაიარა. ერთი, მათგანი შენ იყავი ლალი . . . საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას პირადი მდივანი და მისი უერთგულესი თანამებრძოლი . . .

. . . წედისის სასაფლაოზე განისვენებს შენი ტანჯული სხეული, სული კი, გვწამს, ზეციური საქართველოდან დღესაც ლოცულობს მძიმე განსაცდელში ჩავარდნილი სამშობლოსათვის.

. . . მარადიულ ნათელში მყოფს კვლავაც თვალცრემლიანი გიგონებთ შენი მეგობრები, ლალი!".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner