პაატა მძინარიშვილი სოციალურ ქსელში მამამისის, მწერალ ვახტანგ მძინარიშვილის, მხატვარ ლადო გუდიაშვილისა და მეეტლე გიორგი აკოფაშვილის ფოტოს აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს:
„ძალიან მაგარი ფოტო უნდა დავდო... მამაჩემი - ვახტანგ მძინარიშვილი, ბატონი ლადო გუდიაშვილი და მეეტლე გიორგი აკოფაშვილი, რომელმაც ნიკო ფიროსმანი მიხაილოვის საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც აღესრულა კიდეც... მეეტლე გიორგი აკოფაშვილის მონათხრობის მიხედვით მართლა კარგი მოთხრობა დაწერა ვახომ, რომელიც შემდეგ რუსულადაც ითარგმნა და სწორედ ერთერთი რუსული გამოცემისთვის ლადო გუდიაშვილმა დაასურათა კიდეც ეს მოთხრობა... ძალიან მეამაყება, რომ ბატონ ლადოსთან ერთად მამაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ფიროსმანის ცხოვრების და შემოქმედების კვლევის და მისი უნიკალური ნამუშევრების ძიების საქმეში..."