logo_geo
eng_logo
რომაული ბეჭედი, რომელიც საურონის ბეჭდის პროტოტიპად იქცა
- +

19 ივნისი. 2016. 12:18


1785 წელს ეს ბეჭედი იპოვა გლეხმა, რომელიც საკუთარ ნაკვეთს თოხნიდა. ბეჭედი 12 გრამს იწონის, მისი დიამეტრი კი 25 მილიმეტრია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ბეჭედს ხელთათმანზე გარედან იკეთებდნენ, სავარაუდოდ, ცერა თითზე. ისტორია ამით არ დამთავრებულა. XIX საუკუნის დასაწყისში, ბეჭდის პოვნის ადგილიდან 130 კილომეტრში იპოვეს ძველი რომაული ფილა. ამ ფილაზე ვინმე სილვიანე კელტების ღმერთს ნონდენსს სთხოვდა დაესაჯა სენიციანე, რომელსაც ის საკუთარი ბეჭდის მოპარვაში სდებდა ბრალს. ის ნონდენსს სთხოვდა მოეკლა სენიციანე და მთელი მისი ოჯახი, თუკი ის მას ბეჭედს არ დაუბრუნებდა. 1920 წელს არქეოლოგებმა ხელახლა დაიწყეს ამ ორი არტეფაქტის შესწავლა. მათ მიიწვიეს ანგლო-საქსური ენების და ლიტერატურის პროფესორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, რომელსაც შესწავლის პროცესში კონსულტანტის როლი უნდა შეესრულებინა. სწორედ ეს რომაული ბეჭედი იქცა საურონის ბეჭდის პროტოტიპად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner