„ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული გერმანიაში მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა", - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესთან დაკავშირებული არაა.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ბოლო დროს გახდა გერმანულ მედიაში აქტუალური, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ჩვენი შეწუხება, თუმცა ეს საკითხი სამთავრობო დონეზე არასდროს განხილულა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კამპანია გაკვეული ჯგუფების მიერაა აგორებული, ვიდრე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხია", - განაცხადა ჭანტურიამ.