logo_geo
eng_logo
პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც
- +

29 მაისი. 2020. 20:27

 

 

 

დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას მოჰყვა.

 

 

ამიტომ, მე მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ესაა საპენსიო რეფორმა და გადასახადების შემცირება. საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში, ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, საუკეთესო პრაქტიკა ევროპული. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 მის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგები  თავიდანაც  წინააღმდეგი იყვნენ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონის მიღების და პასუხად საუკეთესო მაგალითად ასახელებდნენ სინგაპურის მაგალითს:  „მაშინ ხუმრობითაც კი ვუთხარი -  თქვენ ევროპული საქართველო ხართ თუ სინგაპურული საქართველო-თქო“. აქ ყველაზე მთავარი რა არის იცით?, ამ ხალხს რატომ არ ვეკითხებით, უნდათ გამოტანა  თუ არ უნდათ ამ თანხის გამოტანა? ასე მოვჭრათ და არ ვკითხოთ არაფერი? აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ, და კოლეგებს შეახსენა, რომ კანონის ამოქმედებიდან, 40 წელს ზევით ადამიანებს ნებაყოფლობით სამი თვის განმავლობაში შეეძლოთ პროცესიდან გასვლა, მაგრამ ამაზე ბევრმა მაშინვე უარი თქვა.

 

რაც შეეხება გადასახადების საკითხს, ეს არ არის დღევანდელი საკითხი. 2012 წლიდან სულ ამაზე ვკამათობთ, საკითხი არაა, რომ ამაზე არ ვიკამათოთ. რა საკითხზეც  არ უნდა ვილაპარაკოთ, იურიდიული საკითხია,  მოსამართლის არჩევაა, ბიუჯეტი თუ საპენსიო რეფორმაა, ყველგან იძახიან გადასახადები შევამციროთო, რატომ, იცით? ამას არაფერი დიდი ანგარიში  არ უნდა, სიღრმეში წასვლა არ უნდა, რომ დარგობრივი კუთხით განიხილო - ტურიზმში, მეტალურგიაში თუ სხვა, შეამცირე გადასახადები და მორჩა.  რაც შეეხება გადასახედების შემცირებას, 2008 წელში, ცნობილი ამბების შემდეგ 4,5 მილიარდი დოლარი მიიღეს, არც ხალხს დახმარებიან, არც საწარმოებს, გადასახადების შემცირებას 2009 წლის კანონით შეპირდნენ, რომ 2012 წლის დასაწყისში საშემოსავლო უნდა ყოფილიყო 15% და ისიც არ შეუსრულებიათ. სად წაიღეს ეს თანხა საერთოდ. ახლა მაინც ის 1,5 მილიარდი, რაზეც საუბარია, განაწილებულია ვინ როდის და რა უნდა მიიღოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

 

მან კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მცირე გადასახადები არის მსოფლიოში და ახლა  მათი შემცირება შეიძლება მხოლოდ მომავალზე იყოს გათვლილი, ვინაიდან ამ შემცირებას დღეს არანაირი შედეგი არ ექნება მოქალაქეებისათვის.

 

 

პაატა კვიჟინაძის განცხადებით,  დღეს მთავარი არის ის, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს საგადასახო შედიოდა საწარმოში, „ეს იყო ჭირისუფლის საკითხი, აი რომ მიუსამძიმრებ დაახლოებით, იმიტომ რომ  განადგურებული იყო და ჩვენ დროს ეს არ ხდება, კიდევაც ვიღაცას „ხელი რომც გაექცეს“ ამ კუთხით,  დღეს არის სასამართლო, არასამთავრობოები, ოპოზიცია, რომლებიც ამას არ დაუშვებენ, კიდევაც თეორიულად ვინმემ რომც მოინდომოს“.​

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner