logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა
- +

29 მაისი. 2020. 20:33

 

 

გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება! ირაკლი კობახიძემ მათ შეახსენა სტატისტიკური მონაცემები და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - 2004-2011 წლებში უცვლელად 34% იყო სიღარიბის მაჩვენებელი მთელი თქვენი „მოღვაწეობის“ შედეგი, შემდგომ 2012 წელს, 4%-ით დაიკლო და 2018 წლის მონაცემით - 20%, 2019 წლის მონაცემებს კი რამდენიმე თვეში გამოქავეყნებს მსოფლიო ბანკი. ეს მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს!

 

დღეს ე.წ. ევროპული საქართველოს ინტერპელაციაა და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს იყო აგრესია, ალბათ ეს გამოწვეულია იმ 3%-ით, ასევე გუშინწინდელი პოლიტიკური მარცხით და მთელი დღევანდელი დღის ნარატივი იყო, რომ აგრესიულები ყოფილიყავით, კონკრეტული ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ, მაგრამ ამით შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას არგუმენტებს როდესაც არ ეუბნებით და ერთ რაღაცა თემას ამოიჩემებთ. 2008 წლიდან თუ კი ვინმე არ მოგეწონებოდათ, თქვენი მესიჯი იყო რუსული იარლიყის მიკერება, იმიტომ რომ ესეც თქვენი პიარული ჩანაფიქრი იყო. რატომ? იმიტომ, რომ 2008 წელს ჩაიდინეთ ღალატი. აგვისტოზე არ ვლაპარაკობ. საუბარია რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი დაუჭირეთ და ამის დაიგნორება გინდათ და მისი მეორეხარისხოვნად მიჩნევა. რაც შეეხება რეზოლუციას, იქ წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებით ესკალაცია ახალ და მსხვილმასშტაბიან ესკალაციის საფეხურზე გადავიდა მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენებამ რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას წარმოადგენდა სამხედრო ძალიას არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“ და თქვენ ამას მხარი დაუჭირეთ. და ახლა ლაპარაკობთ, რომ გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო. რაღაც ხომ არსებობს!

 

 

გავრილოვის საკითხი საკრალური გახადეთ, პიარული ნაწილი იყო და ამ პიარში რაღაც წარმატება მოიპოვეთ. მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ეს ვაიძულეთ და ვასროლინეთო. ეს ყველაფერი მართლა შეცდომა იყო და დრო, რომ გადაახვიო ახლა უკან ცოცხალი თავით გავრილოვს არ ჩავასმევინებდი ამ სკამში, მაგრამ თქვენ მიერ შექმნილი საკრალურობა ამ რეზოლუციის გადასაფარად გამოიყენეთ. ეს არის თქვენი დანაშაული და ღალატი.

 

 

პიარის შემდეგი სტილი გაქვთ არჩეული - რაც გააფუჩეთ გააფუჭეთ და ეს არ უნდა ახსენო, თითქოს არაფერი, ვითომ ესენი არ იყვნენ და სხვები იყვნენ. გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ინტერპელაციის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ დებატებისას.​

right_banner right_banner
არქივი
right_banner