logo_geo
eng_logo
კერძო კომპანიამ თბილისი ენერჯის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა
- +

29 მაისი. 2020. 21:21

 

 

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ  სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა.

 ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს.

კომპანია „თბილისი ენერჯის "  ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

კომპანია „ თბილისი  ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი  მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან,  ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms)  ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner