logo_geo
eng_logo
სოკრატე: თუ ინფორმაციაში არაფერია არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?
- +

19 ივნისი. 2016. 13:09


ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:

- იცი რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?

- მოიცადე, - შეაჩერა სოკრატემ, - სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.

- სამ საცერში?

- დიახ, სამ საცერში. პირველი - ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

- არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.

- ე.ი. შენ არ იცი სიმართლე თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე - ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?

- არა, პირიქით.

- ესეიგი - მშვიდად განაგრძობდა სოკრატე - შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი - ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?

- ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.

- მაშ ასე - დაასკვნა სოკრატემ - თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner