logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე კომპენსაციებზე: ბაზებს დამუშავება სჭირდებოდა, ეს ხომ არა ვიღაცის ჯიბის ფული, არამედ საბიუჯეტო სახსრებია
- +

30 მაისი. 2020. 00:03

 

 

ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ საუბარია არა ჯიბის ფულზე, არამედ საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული და შედგენილი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

საზოგადოება არის ერთიანი, გარდა მცირე სეგმენტისა, რომელიც მიაკუთვნებს თავის თავს რადიკალურ ოპოზიციას და არიან მათი გულმხურვალე ქომაგები. საზოგადოება აბსოლუტურად სწორად აღიქვამს ყველაფერს. დღეს ძალიან ბევრი ტყუილი და დემაგოგია მოვისმინეთ, მათ შორის ამ ნაწილშიც. უკვე არ ვიცი, ტყუილი რა ხარისხში ადის და რა სახეს იძენს. ისიც კი ითქვა, რომ ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ხელისუფლებას არც ერთი თეთრი არ გაუღია მოქალაქეებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ყველამ იცის, რომ ეს არის ტყუილი - 3 მილიარდი არის გადადებული იმისათვის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოქალაქეებს. 2008 წელს, როდესაც იყო ანალოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ხელისუფლებამ ჯერ დაამობილიზა 3 მილიარდი და ხარჯვა არის უკვე დაწყებული. ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ საუბარია არა ჯიბის ფულზე, არამედ საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული და შედგენილი. ბუნებრივია, ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული თეთრს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner