შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულებიგადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტინივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.