logo_geo
eng_logo
აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს სტიუარტი: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია
- +

30 მაისი. 2020. 17:24

 

 

ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.

 

 

“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა”, – განაცხადა გილმორმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner