logo_geo
eng_logo
ირაკლი წულაია თამარ ჩერგოლეიშვილს: თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა, შეუძლებელია ეკონომიკის დაზარალება გიხაროდეს
- +

30 მაისი. 2020. 20:07

 

 

არიან ადამიანები, ვისაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა  გულს უხარებს. ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს“, - ასე  გაეხმაურა „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის  ავტორი  ირაკლი  წულაია  რუბრიკაში „ვერიფიკაცია“ თამარ  ჩერგოლეიშვილის  ერთ-ერთ  პოსტს  „ფეისბუქში“. 

 

მისი  განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მძიმე კრიზისი იქნება 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. გაეროს მონაცემებით, მსოფლიო დასაქმებულების 81%-ის სამუშაო ადგილები მთლიანად ან ნაწილობრივ დაიხურა. ეკონომიკურ შეფერხებას მსოფლიოს ყველა კუთხეში ელიან.  მოსალოდნელი კრიზისი შეეხება თითქმის ყველა ქვეყანას, თითქმის ყველა სფეროს და თითქმის ყველა ადამიანს.

 

აი, რას წერს ფეისბუკში ოპოზიციის მთავარი „ინფლუენსერი “ თამარ ჩერგოლეიშვილი. კორონამ ვერანაირი გეგმა ვერ ჩამოგვამხო! პირიქით - ეკონომიკის დაზარალება ოპოზიციას აწყობს - გონება დაძაბეთ“. არ ვიცი რამდენად დაძაბული ჰქონდა გონება ქალბატონ თამარს, როდესაც ამ დასკვნამდე მივიდა. მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც ძაბვა დააკლდა, თორემ მარტივად მიხვდებოდა, რომ შეუძლებელია ვინმეს ეკონომიკის დაზარალება აწყობდეს. შენ რომ სულ ყველაფერი კარგად გქონდეს, შეუძლებელია გაწყობდეს შენი მეზობლის, ნათესავის, ნაცნობის, მეგობრების დაზარალება. ვინაიდან მათი ზარალი, შენი ზარალიც იქნება“ - აცხადებს ირაკლი წულაია.

 

„ბიზნესი  იმედზე“ გადაცემის ავტორი შემდეგ უკვე იმ თემაზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ეკონომიკის დაზარალება? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის  პირველად მიზანი, არა ქვეყნის და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაა. ხელისუფლებაში მოსვლა კი წესით იმიტომ უნდა უნდოდეთ, რომ ქვეყნის  კეთლდღეობა უზრუნველყონ. მაგრამ თუ მათ ეკონომიკის დაზარალება აწყობთ,  ე.ი. არ აწყობთ მოქალაქეების კეთილდღეობა, თუ ხელისუფლებაში სხვა ძალაა.

 

შესაბამისად, ქალბატონი თამარი ამბობს იმას, რასაც პოლიტიკოსები პირდაპირ არასდროს გვეტყვიან. ოპოზიციის მიზანი, არა საყოველთაო სიკეთე, არამედ ძალაუფლების მოპოვებაა, თუნდაც ეკონომიკის დაზარალების ხარჯზე. როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა, ვერასდროს იქნება კარგი მმართველი ის, ვისი მიზანიც მმართველობაა. თუმცა,  შეიძლება პლატონმა კარგად ვერ დაძაბა გონება, რომ ჩერგოლეიშვილის სიბრძნეს ჩაწვდომოდა.

 

მაგრამ გონების დაძაბვა ნამდვილად არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეკონომიკა არა პოზიციის ან ოპოზიციის, არამედ ქვეყნის არის. და თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა, შეუძლებელია ეკონომიკის დაზარალება გიხაროდეს. შესაბამისად უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თუ ოპოზიციას აწყობს ეკონომიკის დაზარალება, მაშინ ქვეყანას არ აწყობს ასეთი ოპოზიცია“,- აცახდებს  რუბრიკის  დასკნით ნაწილში  ირაკლი წულაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner