ხანძრის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ჩვენი ინფორმაციით ხის სახლი ერთსართულიანი იყო, ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია ,ასევე უცნობია რა დახმარებას გაუწევს დაზარალებულ ოჯახს ხელვაჩაურის მერია.