logo_geo
eng_logo
სოფელ სალიბაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

30 მაისი. 2020. 20:59

 

 

ხანძრის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ სალიბაურში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.   ჩვენი ინფორმაციით ხის სახლი ერთსართულიანი იყო,  ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა.  ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.  ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია ,ასევე უცნობია რა დახმარებას გაუწევს დაზარალებულ ოჯახს ხელვაჩაურის მერია.

 

 

წყარო:http://ajaratv.ge/article/59877?fbclid=IwAR2h67zJ70huLF9TIzICLZ89MbXi6Mu75PnTMEOtrEsTPpNFJqIamU45O9g

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner