საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.
„მინდა მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ჩვენი გეგმის არსი მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: პირველი - დავეხმაროთ ადამიანებს, ანუ სოციალური დახმარების მიმართულებით, აქ არის მთელი რიგი ღონისძიებები გაწერილი, როგორც კრიზისულ პერიოდში, ასევე მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიან ინტერვენციაზე. მეორე - ეს არის ეკონომიკის სტაბილიზაციის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულება. ეკონომიკის სტაბილიზაციის მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა და ჩვენ, ხელისუფლებამ წარმოვადგინეთ უკვე სექტორული გეგმები - მაგალითად, დეველოპერულ სექტორში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ის არის მთელი ეკონომიკური ჯაჭვი, სადაც არის მოთხოვნა-მიწოდება; სადაც ეს ფული მოძრაობს ეკონომიკაში და ის არ არის ჩაკეტილი მხოლოდ მშენებლობაში. წარმოვადგინეთ სოფლის მეურნეობის გეგმა, სადაც ლაპარაკია, რომ მიწების მფლობელები, რომლებსაც შეუძლიათ, მომავალში გახდნენ ფერმერები და ეს შესაძლებლობა დამატებით გამოიყენონ.
18 000-მა ფერმერმა ისარგებლა უკვე ამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგროდიზელის შეღავათით. 27 000-მა ფერმერმა ისარგებლა აგრობარათით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო დადგა ეკონომიკური და სოციალური ტესტის წინაშე, რა დროსაც სამმა სექტორმა იმუშავა, ეს ის მიმართულებებია, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოფლის მეურნეობის დაფინანსება და აწარმოე საქართველო.
„ჩვენ, მოქალაქეებისთვის არ გვითქვამს, რომ ამ დახმარებებით ყველა კარგად იცხოვრებს. მოქალაქეებს ვუთხარით, რომ ეს არის ის, რაც სახელმწიფოს შეუძლია და ეს არის ის, რაც მთავრობამ დახმარების სახით მოვიზიდეთ. ჩვენ არასდროს გვითქვამს და არც შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია მოქალაქეებისთვის, რომ 1200-ლარიანი დახმარებით ყველა კარგად იცხოვრებს. აქ საქმე იმაშია, რომ თითოეული მოქალაქის აქტივობასთან ერთად მუშაობს სახელმწიფო. სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეებს, ვინაიდან ამ მოქალაქეებს ეკუთვნით სახელმწიფო და მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, თვითონ რა გადასახადებს იხდიან და რა არის ქვეყნის ბიუჯეტი, შესაძლებლობები.
რაც შეეხება ეკონომიკას, არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს უკვე არის გამოწვევა.
„ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო და ეკონომიკამ განიცადა რეცესია და შესაძლოა, წელს ვეღარ დავუბრუნდეთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რაც გვქონდა. მომავალ წელსაც ეს რჩება გამოწვევად - პირველ რიგში გასაკეთებელი იყო ის, რაც გავაკეთეთ და რასაც ახლა ვაკეთებთ. ყველაზე საკვანძო სექტორების სტაბილიზაცია მოხდეს - ეს არის სატრანსპორტო ლოჯისტიკური ფუნქციები, რომელიც ერთი წუთით არ შეწყვეტილა; სისტემური პროექტები, მაგალითად, ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობაც ერთი წუთითაც არ შეჩერებულა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის არის მეურნეობა, მშენებლობა და დეველოპმენტი.
„სამომავლოდ, ჩვენ დაგვჭირდება, უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ, მათ შორის გვაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი და საქართველომ დაამტკიცა, რომ მან ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე ჩვენი მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება“, - აღნიშნა არჩილ თალა