logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ბევრია შემთხვევა, როდესაც აღელვებული ქალბატონების განცხადებების საფუძველზე აკავებენ მათ მეუღლეებს, თუმცა...
- +

30 მაისი. 2020. 23:16

 

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში “უცნობის კიდობანი" ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, ყოფილი ცოლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აფასებს და აცხადებს, რომ ყველაზე დაზარალებული ასეთ შემთხვევებში მცირეწლოვანი ბავშვები არიან. მათი ფსიქიკა ორი საყვარელი ადამიანის მხრიდან ამხელა სტრესს ვერ უძლებს და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.

 

„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია საქმეები, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. მოხდარა რამდენიმე ფატალური შემთხვევა, როდესაც ქმრები ძალადობდნენ ცოლენზე და ბუნებრივია, ამის შემდეგ სახელმწიფომ გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა მოძალადეებს.

 

თუმცა ბევრი შემთხვევა მოხდა ისეთი, როდესაც აღელვებული ქალბატონების განცხადებების საფუძველზე აკავებენ ხოლმე ადამიანებს, შემდეგომ ძალიან ბევრი ქალბატონი მინახავს, რომლებიც დარბიან სასამართლო დარბაზებში, ნოტარიუსებში, იმისთვის, რომ გამოიყვანონ მეუღლეები. ისინი აცხადებენ, რომ არ ეგონათ, რომ მათ მეუღლეებს დააკავენდნენ, აღელვებულები იყვნენ და ა.შ. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ოჯახში არიან მცირეწლოვანი ბავშვები, პირველი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებზე აისახება ძალიან ცუდად.“- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner