„ნიკოლოზისთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. გაოგნებულია, ამბობს, რომ მისთვის ეს რომ ვიღაცას მოეყოლა, ვერ დაიჯერებდა.“- ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ბასილაშვილი გარკვეული სახის პროვოკაციებს ელოდა, რადგან კონფლიქტს წინ უძღოდა ყოფილი მეუღლის მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, რომ თითქოს, ბებიამ ბავშვზე იძალადა.
„ყველამ ვიცით, რომ ნიკოლოზი ძალიან ხშირად გახლავთ უცხოეთში ტურნირებზე და ძალიან ცოტა დროის გატარება უწებს საქართველოში, ასევე ბავშვთან, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ როდესაც საქართველოშია, სასამართლოს მიერ გამოყოფილი დღეენი, ხუთშაბათი და შაბათი მაქსიმალურად გამოიყენოს.
ბოლო პერიოდში მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციებს მოუწყობდნენ. ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ ორი თვის წინ ნეკა დოროყაშვილმა უჩივლა ნიკოლოზის დედას, რომ თითქის მან იძალადა ბავშვზე, ბებიის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. ბუნებრივია, ორდერი გასაჩივრდა სასამართლოში და ნეკას ბრალდება არ დადასტურდა.“- განაცხადა ჭკადუამ.