ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 405 843 შეადგინა.
სულ ინფიცირებულებიდან 171 883 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათგან 4 414 ბოლო 24 საათში. ასევე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც - 138 პაციენტი გარდაიცვალა. სულ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 4 693 ადამიანია გარდაცვლილი.