logo_geo
eng_logo
პარლამენტი ოთხწლიან მუშაობას ასრულებს
- +

19 ივნისი. 2016. 14:55


მერვე მოწვევის პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ოფიციალურად 24 ივნისს ამოწურავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია მომავალი კვირის პარასკევს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.


იქედან გამომდინარე, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი ოთხწლიან საქმიანობას ასრულებს, შესაძლოა, რიგგარეშე სხდომები გაიმართოს.


როგორც ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, შესაძლოა, სხდომები სექტემბრის დასაწყისში ჩაინიშნოს.


ამ მოწვევის პარლამენტი 2012 წლია ოქტომბერში შეიკრიბა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner