logo_geo
eng_logo
მარტვილში, საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
- +

1 ივნისი. 2020. 13:16

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვებს საკვები პროდუქტი  ეტაპობრივად ურიგდებათ.

 

კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, მარტვილის  მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია დაესწრნენ.

 

კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 846 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner