განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„-როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები ამ მთავრობის ხელში ამათი დედა....
- (არ შევიმჩნიე) ბავშვები როგორ არიან?
- პატარა სკოლაშია, გაუხარდა ლეპტოპი აჩუქეს თან წიგნებიც უფასოა, სკოლა გარემონტდა, უფროსმა ჩააბარა თსუ-ში. უფასო ფაკულტეტზე მოხვდა და სტიპენდიასაც იღებს.
- მიხარია, მეუღლე როგორ არის?
- რა უნდა ქნას, ატარებს სკოლაში გაკვეთილებს, „ხლა აპრილში ხელფასი გაუორმაგდა თან დაისვენა დირექტორი აღარ დაარბენინებს მთავრობის აქციებზე ძალით.
- უი რა კარგია, დედა როგორ არის? მამა?
- დედა ცუდად მყავდა ამას წინად ოპერაცია გავუკეთეთ და 5 დღე რეანიმაციაში გვეწვა. ეხლა კარგადაა. სულ რაღაც 17 ლარი გადავიხადეთ საავადმყოფოში. მამა კარგადაა, მეცნიერობს ისევ თავის კვლევით ინსტიტუტში. გახარებულია 150 ლარი ჰქონდა ხელფასი ამხელა მეცნიერს და ახლა 650 ლარს იღებს.
- უი რა კარგია და შენ რას შვები, მომიყევი?
- მაშინ (2011) რომ დამიჭირეს ჩემს ჯიხურში (ელიავაზე), დღემდე ვიხდი საპროცესო გარიგების ფულს. ჩემი ბიზნესის განვითარება მინდა ახლა, დაბალპროცენტიანი სესხი მინდა ავიღო რაღაც რეკლამა ვნახე. თან კარგია არავინ არ მახევს არაფერს. მაშინდელივით სოდ- იდან რომ შემაწერეს 25კვ. მეტრი მეტლახი.
-მიხარია, რომ კარგად ხარ.
- ეს თუ კარგად ყოფნაა მე ამათი დედა... მოგვატყუეს ხალხი არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენვის.
- უბრალოდ დავემშვიდობე და წამოვედი..."