logo_geo
eng_logo
„უბრალოდ დავემშვიდობე და წამოვედი...“ - ოთო აბესაძის პოსტი ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეზე
- +

19 ივნისი. 2016. 15:42


განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


„-როგორ ხარ?

- როგორ ვიქნები ამ მთავრობის ხელში ამათი დედა....

- (არ შევიმჩნიე) ბავშვები როგორ არიან?

- პატარა სკოლაშია, გაუხარდა ლეპტოპი აჩუქეს თან წიგნებიც უფასოა, სკოლა გარემონტდა, უფროსმა ჩააბარა თსუ-ში. უფასო ფაკულტეტზე მოხვდა და სტიპენდიასაც იღებს.

- მიხარია, მეუღლე როგორ არის?

- რა უნდა ქნას, ატარებს სკოლაში გაკვეთილებს, ხლა აპრილში ხელფასი გაუორმაგდა თან დაისვენა დირექტორი აღარ დაარბენინებს მთავრობის აქციებზე ძალით.

- უი რა კარგია, დედა როგორ არის? მამა?

- დედა ცუდად მყავდა ამას წინად ოპერაცია გავუკეთეთ და 5 დღე რეანიმაციაში გვეწვა. ეხლა კარგადაა. სულ რაღაც 17 ლარი გადავიხადეთ სავადმყოფოში. მამა კარგადაა, მეცნიერობს ისევ თავის კვლევით ინსტიტუტში. გახარებულია 150 ლარი ქონდა ხელფასი ამხელა მეცნიერს და ხლა 650 ლარს იღებს.

- უი რა კარგია და შენ რას შვები, მომიყევი?

- მაშინ (2011) როდამიჭირეს ჩემს ჯიხურში (ელიავაზე), დღემდე ვიხდი საპროცესო გარიგების ფულს. ჩემი ბიზნესის განვითარება მინდა ხლა, დაბალპროცენტიანი სესხი მინდა ავიღო რაღაც რეკლამა ვნახე. თან კარგია არავინ არ მახევს არაფერს. მაშინდელივით სოდ- იდან რომ შემაწერეს 25კვ. მეტრი მეტლახი.

-მიხარია, რომ კარგად ხარ.

- ეს თუ კარგად ყოფნაა მე ამათი დედა... მოგვატყუეს ხალხი არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენვის.

- უბრალოდ დავემშვიდობე და წამოვედი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner