logo_geo
eng_logo
მნიშვნელობა არ აქვს, მაპატიებს თუ არა გორის ამომრჩეველი არაგულწრფელობას – ირაკლი ოქრუაშვილი
- +

1 ივნისი. 2020. 14:45

 

 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ნაკლებ საინტერესოდ მიიჩნევს აპატიებს თუ არა მას გორელი ამომრჩეველი არაგულწრფელობას.

 

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„როგორც წესი, არ არის ჩემი რაღაცა შინაგანი თვისება, მაგრამ დროდადრო, როდესაც მაშინ სროლა-სროლით მომყვებოდა ივანიშვილის ხელისუფლება და ორი ტყვია მესროლეს მაშინდელ არჩევნებზე, შეიძლება მიწევდა ისეთი რაღაც დაპირებების გაცემა, რისთვისაც შეიძლება…“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

ჟურნალისტი – გაპატიებთ ამომრჩეველი არაგულწრფელობას?

 

ირაკლი ოქრუაშვილი – ალბათ. საზოგადოება, ამომრჩეველი არა. საზოგადოება თბილისში. იქ ამომრჩეველი მაპატიებს თუ არა დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქოდნეს.

 

ჟურნალისტი – რატომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, გაპატიებთ თუ არა იქ ამომრჩეველი?

 

ოქრუაშვილი – „იმიტომ რომ, როგორც ჩანს, რადგან იმდენი ხმა არ მივიღე, რომ მომეგო, ესე იგი. აქტუალური არ ყოფილა ეს დაპირება. ამას ვგულისხმობდი.

 

ჟურნალისტი – აჰა, ესე იგი, არც გორში აპირებთ…

 

ოქრუაშვილი – არა, არა დიდი ალბათობით, იქაც აღარ არის ეს საკითხი აქტუალური-მეთქი ამას ვგულისხმობდი“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

 

 

https://primetime.ge/mnishvneloba-ar-aqvs-mapatiebs-tu-ara-goris-amomrcheveli-aragultsrfelobas-oqruashvili/?fbclid=IwAR2h6CuM_nIU0_4qYsFO2YDC2tUm5uwlGk33PZ1yHXzETKl-Ba0Ge9zVTgs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner