logo_geo
eng_logo
რომან კაკულიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ვიდეოშეხვედრა გამართა
- +

1 ივნისი. 2020. 20:29

 

 

პოსტკრიზისულ პერიოდში ევროკავშირთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის დახმარების იმ სეგმენტზე, რომელიც მაკროფინანსურ სტაბილურობას ემსახურება და ასევე, ინტეგრაციულ პროცესებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე გამომწვევების ფონზე, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა არ შენელდეს რეფორმები ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, კერძოდ, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეფორმები, სატრანსპორტო მიმართულები, საგზაო უსაფრთხოები, ასევე ნარჩენების მართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შავ ზღვასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში ევროკავშირთან თანამშრომლობის საჭიროებაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში შავი ზღვის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.

 

ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არსებული ფინანსური გამოწვევების ფონზე, შესაძლოა გართულდეს აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება. ამდენად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ტრანსფორმაციის პროცესებში ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner