logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: მუშავდება მე-6 თაობის სტრატეგიული ბომბდამშენი!
- +

1 ივნისი. 2020. 22:25

 

 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოებს შორის არსებულ კონკურენციაზე საუბრობს, რომელიც დედამიწის საზღვრებს უკვე დიდი ხანია გასცდა და საუბარი კოსმოსური რესურსების ათვისებაზეა.

 

 

კონკურენცია არა მხოლოდ მიწაზეა,

არამედ კოსმოსშიც!

აქ მარტივად არ არის საქმე...

თუ კარგად დაინტერესედებით, უნდა დაალაგოთ დდღეს ვინ არის პირველ-მეორე-მესამე ადგილებზე...

 

უახლოესი ამოცანა -

მთვარეზე ბაზირებაა (ბაზის მშენებლობა),

მაგრამ ამისთვის ზემძიმე რაკეტებია საჭიროა...

ასეთი ჯერ არ არის, მაგრამ მუშავდება... ამას სჭირდება სულ სხვა სიმძლავრის ძალოვანი დანადგარები..

ესენიც მუშავდება...

 

მუშავდება მე-6 თაობის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც იფრენს სუბორბიტალურ სიმაღლეზე - ანუ იფრენს ბალისტიკური ტრაექტორიის გასწვრივ, პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე უფრო დაბალი სიჩქარით (ეს კი ნიშნავს, რომ ეს სიჩქარე არ არის საკმარისი ორბიტაზე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის გასაყვანად).

 

ბალისტიკური ტრაექტორია კი ის ტრაექტორიაა, რომელზეც მოძრაობს თვითმფრინავი (ჩვენს სშემთხვევაში) რაღაც საწყისი სიჩქარის მქონე და მოძრაობს მიზიდულობის ძალისა და ჰაერის აეროდინამიკური წინააღმდეგობის პირობებში.

 

შევნიშნავ, რომ კოსმოსური ტურიზმიც ამ ორბიტაზე იგეგმება...

 

ამ სამი ქვეყნიდან ორი შეწყვილებულია... რუსეთი და ჩინეთი... ჩინელებს აქვთ იშვიათი პრაგმატული გრძნობა...

აშშ ცდილობს აანაზღაუროს კოსმოსში ჩამორჩენა... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება აშს-ში პოლიტიკური სიტუაცია... აშშ-პრეზიდენტის განცხადებები ამის მიმანიშნებელია: მთვარეზე ბაზირების შემდეგ დღის წესრიგში მარსი დადგება... ამაზე დღესაც არის მონახაზები, მაგრამ ეს არ არის ახლო პერიოდის ამოცანა...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner